ომის 44-ე და მორიგი მძიმე დღე უკრაინაში. ყოველდღიურად მსოფლიო კრემლის ახალ-ახალი სისასტიკით შეძრულია. ზრდასრულ მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად ოკუპანტების სამიზნე ბავშვებიცაა. კრამატორსკში ჩადენილ სისასტიკეს საქართველოს პრეზიდენტი "ტვიტერზე" გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს ენით აღუწერელი ხოცვა-ჟლეტა ადამიანის უფლებების დარღვევაა. სლოვაკეთმა კი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა გადასცა,თუმცა ქმედება არ გულისხმობს იმას, რომ სლოვაკეთი ამ ომის მონაწილე გახდა.