ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი დაამტკიცა

08 აპრილი 2022, 10:53 1021 ნახვა

ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მეხუთე პაკეტი დაამტკიცა. ინფორმაციას სი-ენ-ენი საფრანგეთის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. მათივე ინფორმაციით, ახალი პაკეტი რუსული ქვანახშირის იმპორტის აკრძალვასა და რუსეთში იარაღის ექსპორტზე ემბარგოს მოიცავს.

ასევე სანქციები მოიცავს რუსული გემებისთვის, ევროკავშირის პორტების დახურვასა და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების მოსკოვში ექსპორტის აკრძალვას.

ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 500 მილიონ ევროს გამოყოფს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი