უნგრეთმა რუსეთისგან საჰაერო გზებით ბირთვული საწვავი მიიღო. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით აცხადებს.
პეტერ სიიარტოს განცხადებით, ბუდაპეშტი არ დაუჭერს მხარს რუსეთის ნავთობზე და გაზზე სანქციების დაწესებას, ხოლო ატომურ ენერგეტიკასთან დაკავშირებით სანქციები უნგრეთისთვის „წითელი ხაზი“ იქნება.
მისი თქმით, საწვავის გადაზიდვა ბელორუსის, პოლონეთისა და სლოვაკეთის საჰაერო სივრცით უნგრეთში სამივე ქვეყნის თანხმობით ჩავიდა, რადგან ბირთვული ენერგია არ ექვემდებარება ევროკავშირის რაიმე სანქციებს.