პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა უკრაინის ქალაქ ბუჩაში განხორციელებულ ხოცვა-ჟლეტას გენოციდს უწოდებს.
ტელეკომპანია სი-ენ-ენთან ინტერვიუში პოლონეთის ლიდერი კრემლის მთავარ მიზანს ასახელებს და ამბობს, რომ მას უკრაინული ერის გაქრობა სურს.
რუსული აგრესიის საფრთხე პოლონეთსაც ემუქრება - აღიარებს დუდა და პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ დამატებითი უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას მოითხოვს.
დუდა მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს უკრაინის ხელისუფლებას და უკრაინელ ხალხს.