უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საკუთარი სახლი 11 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა - გაერო

06 აპრილი 2022, 10:25 716 ნახვა

გაეროს მიგრაციის უწყების თანახმად, 11 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა საკუთარი სახლები მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის ჯარები შეიჭრა. ორგანიზაცია საუბრობს ჰუმანიტარული დერეფნების საჭიროებაზე, რათა უზრუნველყონ სამოქალაქო პირების უსაფრთხო ევაკუაცია და დევნილ პირთათვის აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ დევნილი ოჯახებში 60% არის ბავშვები, 57%-ში არის ხანდაზმულები. 30%-ს შეადგენს ადამიანები ქრონიკული დაავადებებით.

როგორც კვლევამ აჩვენა, დევნილი ოჯახების ერთ მესამედზე მეტმა მიუთითა, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში არ ჰქონიათ შემოსავალი. კიდევ 2,9 მილიონი ადამიანი აქტიურად განიხილავს, ომის გამო, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვების შესაძლებლობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი