პუტინი ბრალდებულია სამხედრო დანაშაულში, მაგრამ არ მჯერა, რომ ის თქვენი სახელით მოქმედებს - ბორის ჯონსონი რუს ხალხს მიმართავს

05 აპრილი 2022, 23:18 1464 ნახვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა რუსულ ენაზე დაიწყო, სადაც რუს ხალხს მიმართა.

პრემიერ-მინისტრი ვიდეომიმართვაში, აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში სისასტიკეს სჩადიან.

"მტკიცებულებები იმდენად შოკისმომგვრელია, იმდენად საშინელი და გამაოგნებელია, რომ თქვენი მთავრობა ამას გიმალავთ. თქვენმა პრეზიდენტმა იცის, თუ ნახავთ მიმდინარე მოვლენებს, თქვენ არ დაუჭერთ მხარს მის ომს. არ გთხოვთ, რომ სიტყვაზე მენდოთ, უბრალოდ შედით „ვიპიენით“ და მიიღეთ წვდომა დამოუკიდებელ ინფორმაციაზე, როცა აღმოაჩენთ სიმართლეს, გაუზიარეთ სხვებს. ამაზე პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან და ისტორია არ დაივიწყებს მათ, ვინც ამ დროს სხვაგან იხედებოდა. თქვენი პრეზიდენტი ბრალდებულია სამხედრო დანაშაულის ჩადენაში, მაგრამ არ მჯერა, რომ ის თქვენი სახელით მოქმედებს“, - აცხადებს ბორის ჯონსონი.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში