უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად 165 ბავშვია დაღუპული - უკრაინის პროკურატურა

05 აპრილი 2022, 10:48 908 ნახვა

უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ 165 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ომის მიმდინარეობისას 266 ბავშვი დაშავდა.

ყველაზე ცუდი ვითარება დონეცკის ოლქშია, სადაც 78 ბავშვი დაზარალდა. კიევის ოლქში -77, ხარკოვის ოლქში -61, ჩერნიგოვის ოლქში - 49, მიკოლაევის ოლქში -35, ლუგანსკის ოლქში -31, ზაპოროჟიას ოლქში -22, ხერსონის ოლქში -29, სუმის ოლქში - 16, ჟიტომირის ოლქში -15 და დედაქალაქში 16 ბავშვი დაზარალდა.

გენერალურ პროკურატურაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია საბოლოო არ არის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი