ვითარება უკრაინაში - ომის 40-ე დღე

04 აპრილი 2022, 19:50 1118 ნახვა

უმძიმესი კადრები უკრაინიდან, რუსები გამვლელებთან ერთად ხოცავდნენ ტყვედ აყვანილებს. ოკუპანტების აგრესიის შედეგად ომის 40 დღეში  უკრაინაში 161 ბავშვი დაიღუპა. გენერალური პროკურატურის ცნობით, დაშავებულია 264 არასრულწლოვანი. გაერო-ს გენერალური მდივანი უკრაინის ქალაქ ბუჩაში მომხდარ მკვლელობებთან დაკავშირებით დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას მოითხოვს.  პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი იწყებენ რუსეთისგან სრული იზოლაციის პროცესს, რითაც დახურავენ სახმელეთო მარშრუტებს რუსეთში საქონლის მიწოდებისთვის. უკრაიანული მხარის ინფორმაციით, დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, საზღვრები რუსეთსა და ბელარუსთან სრულად ჩაიკეტება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი