უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის პანაშვიდი

01 აპრილი 2022, 14:09 943 ნახვა

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის დავით გობეჯიშვილის პანაშვიდი საკუთარ სახლში.  ცხედარი ქაშუეთის ტაძრიდან ტყიბულში გუშინ გვიან გადაასვენეს. დაღუპული მებრძოლი ტყიბულში სამხედრო პოლიციამ მიაცილა, სადაც მას მოქალაქეები დახვდნენ. 

დავით გობეჯიშვილი სამშობლოში გუშინ ჩამოასვენეს. მთელი დღის განმავლობაში ქაშუეთის ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. ის 5 დღის წინ ირპენთან სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა. იგი მეოთხე ქართველი ჯარისკაცია, რომელიც უკრაინაში რუსულ სამხედრო აგრესიას შეეწირა.

დაღუპულ მებრძოლს კვირას, ტყიბულში დაკრძალავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი