დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და შავ სიაში კიდევ 14 პირი შეიყვანა

31 მარტი 2022, 16:07 732 ნახვა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა და შავ სიაში კიდევ 14 პირი შეიყვანა.

როგორც უცხოური მედია წერს, სასანქციო სიაში მოხვდნენ მედიის წარმომადგენლები და სამხედრო მაღალჩინოსნები. 

სანქციები დაუწესდათ საინფორმაციო არხს RT-ს მფლობელ სერგეი ბრილევს, Gazprom-Media-ს აღმასრულებელ დირექტორ ალექსანდრე ჟაროვს, RT-ის მმართველ დირექტორს ალექსეი ნიკოლოვს და Sputnik International-ის ხელმძღვანელს ანტონ ანისიმოვს.

შავ სიაში მოხვდა გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ მიზინცევი, რომელსაც მედიაში „მარიუპოლის ყასაბს“ უწოდებენ.

„პუტინის ომი უკრაინასთან დაფუძნებულია სიცრუის ნიაღვარზე. ბრიტანეთმა ხელი შეუწყო მსოფლიოში კრემლის დეზინფორმაციის გამოვლენას. სანქციების ეს უკანასკნელი სერია ურტყამს უსირცხვილო პროპაგანდისტებს, რომლებიც პუტინის ყალბ ამბებსა და ნარატივებს ავრცელებენ“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში