თავდაცვის მრეწველობის გაძლიერების მიზნით 800 მილიარდი ევროს მობილიზებაა შესაძლებელი - ფონ დერ ლაიენი

04 მარტი 2025, 14:04 65 ნახვა

ევროპის თავდაცვის მრეწველობის გაძლიერებისა და სამხედრო შესაძლებლობების გაზრდის შესახებ  ევროკავშირის ახალი გეგმის მეშვეობით  შესაძლებელია დაახლოებით 800 მილიარდი ევროს მობილიზება - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკავშირი შესთავაზებს წევრ ქვეყნებს თავდაცვაში ინვესტირებისთვის მეტ ფისკალურ სივრცეს, ასევე 150 მილიარდი ევროს სესხს  ამ ინვესტიციებისთვის და ასევე შეეცდება კერძო კაპიტალის მობილიზებას- თქვა ფონ დერ ლაიენმა.

ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მეტი უნდა დახარჯონ თავდაცვაზე, რათა აჩვენონ აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპს, რომ კონტინენტს უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების შეჩერების მიუხედავად შეუძლია დაიცვას საკუთარი თავი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში