რუსმა სამხედროებმა დონეცკის რეგიონი ფოსფორის ჭურვებით დაბომბეს - უკრაინული მედია

31 მარტი 2022, 12:56 576 ნახვა

რუსებმა დონეცკის რეგიონი ფოსფორის ჭურვებით დაბომბეს, არიან დაშავებულები - ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე განმარტებით, ქალაქ მარიინკაში, კრასნოგოროვსკაში და ნოვომიხაილოვკაში მტერმა კვლავ გამოიყენა ფოსფორის ჭურვები.

საავადმყოფოში გადაიყვანეს 11 დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 4 ბავშვია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში