რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის რეგიონში სკოლა და ნავთობის საცავი დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ლუგანსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაბომბვის შედეგად სევეროდონეცკში სკოლას ცეცხლი გაუჩნდა, ხანძარი იყო ლისიჩანსკში ნავთობის საცავშიც.
სერგეი გაიდაის განცხადებით, გარდა აღნიშნულისა ოკუპანტებმა, ცეცხლი წაუკიდეს 9 საცხოვრებელ კორპუსს ლისიჩანკსში და 5 სევეროდონეცკში.
დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.