აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.
ბაიდენმა ზელენსკის განუცხადა, რომ შეერთებული შტატები ოფიციალურ კიევს 500 მილიონი დოლარის „პირდაპირ საბიუჯეტო დახმარებას“ გაუწევს, რაც სხვა საკითხებთან ერთად, ქვეყანას ხელფასების გადახდაში დაეხმარება.
„ლიდერებმა განიხილეს, თუ როგორ მუშაობს აშშ განუწყვეტლივ, რათა უკრაინის მიერ უსაფრთხოების სფეროში მოთხოვნილი ძირითადი დახმარება დააკმაყოფილოს. რა გავლენა იქონია კონფლიქტზე ამ შეიარაღებამ და აშშ-ის მიერ განგრძობითი ძალისხმევა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად,უკრაინელი სამხედროების დასახმარებლად დამატებითი შესაძლებლობების გამოსავლენად, რათა მათ დაიცვან თავიანთი ქვეყანა“, – ნათქვამია განცხადებაში.