სლოვაკეთმა 35 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ქვეყანაში რუსი დიპლომატების რაოდენობის შემცირების მიზეზად უწყებაში კიდევ ერთი რუსი დიპლომატის მიუღებელ საქმიანობას ასახელებენ.
"აღნიშნული ნაბიჯი წარმოადგენს პასუხს რუსეთის საელჩოს თანამშრომლების საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებით, რომელიც ეწინააღმდგება ვენის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ და სლოვაკეთის რესპუბლიკის ინტერესებს. ვწუხვართ, რომ რუსი დიპლომატების წინა გაძევების შემთხვევების შემდეგ ბოლო ორ წელიწადში, რუსეთის დიპლომატიურმა მისიამ არ გამოავლინა ინტერესი ჩვენს ტერიტორიაზე კორექტული მუშაობის მიმართ", - ნათქვამია სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.