უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მის ქვეყანაში არსებული ვითარება უსაფრთხოებისა და საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისართან ჯოზეფ ბორელთან განიხილა. ბორელმა კი საკუთარ „ტვიტში“ არ ახსენა სანქციების მორიგი რაუნდი და მხოლოდ აღნიშნა, რომ ევროკავშირი „შეინარჩუნებს ზეწოლას“ რუსეთზე. 35 დღეა უკრაინა რუსეთის საომარ მოქმედებებს იგერიებს. ამ ხნის განმავლობაში ოკუპანტების აგრესიას ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის არიან ბავშვები.