ოკუპირებულ ხერსონში რუსმა სამხედროებმა სასულიერო პირი გაიტაცეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, მღვდელმსახური სერგეი ჩუდინოვიჩი ხერსონში მდებარე ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარია. გატაცებული მღვდელი ხერსონში ცნობილი საზოგადო მოღვაწეა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უცნობმა პირებმა თავი "პოლიციელებად" წარადგინეს და ეკლესიაში ჩხრეკა ჩაატარეს. შემდეგ კი მღვდელი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
სამხედროებმა ადგილზე მყოფ მოქალაქეებს საბუთები და მობილურები შეუმოწმეს. თვითმხილველები აცხადებენ, რომ უცნობმა პირებმა ვინაობა არ გაამხილეს და არც საბუთები წარმოადგინეს.