ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დადებითი სიგნალების მიუხედავად, უკრაინელებმა ისწავლეს, რომ მხოლოდ კონკრეტულ შედეგს უნდა ენდონ.
ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთთან მოლაპარაკების პროცესში არ არის და არც იქნება არც ერთი კომპრომისი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.
მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციბთან დაკავშრებითაც და განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პროცესში პროგრესის გამო, რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები არ უნდა მოიხსნას, არამედ ყოველკვირეულად უნდა გამკაცრდეს.
მისი თქმით, სანქციების მოხსნის საკითხი ვერ დადგება, ვიდრე ომი არ დასრულდება.