პროკურატურამ წალენჯიხის საკრებულოს წევრს და მერის წარმომადგენელს ბრალდება წარუდგინა

30 მარტი 2022, 11:06 1179 ნახვა

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების დაუფლების ფაქტზე წალენჯიხის საკრებულოს წევრს, მერის წარმომადგენლისა და კიდევ 9 პირს ბრალი  წარედგინა. მათ შორისაა პარტია "საქართველოსთვის" წევრი გელა აბულაძე, რომელიც  2 დღის წინ  დააკავეს.  

პროკურატურის ინფორმაციით, წალენჯიხის საკრებულოს წევრი მერის წარმომადგენელს   სოფელ ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების მისი ოჯახის წევრებზე, ნათესავებზე და ნდობით აღჭურვილ პირებზე თაღლითური გზით დარეგისტრირებაში დახმარება სთხოვა.  

გამოძიების მტკიცებით, ახლა უკვე  ეწერის რწმუნებულმა გასცა ყალბი ცნობები რითაც მისი ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა უკანონოდ დაირეგისტრირეს  დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი