პროკურატურამ 22 ნარკორეალიზატორს ბრალდება წარუდგინა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალდება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეეფარდათ პატიმრობა. სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება.