დაინტერესებული ვართ, მოლაპარაკებები დასრულდეს შედეგით, რომლითაც ჩვენი ფუნდამენტური მიზნები იქნება მიღწეული - ლავროვი

28 მარტი 2022, 15:23 1072 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი დაინტერესებულია, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებები დასრულდეს შედეგით, რომელშიც რუსეთის პრინციპული მიზნები იქნება მიღწეული. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

სერგეი ლავროვმა დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები დღეს ან ხვალ განახლდება სტამბოლში, პირისპირ შეხვედრის ფორმატში, რომელზედაც რუსეთის მიზანი უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის საკითხებზე შედეგის მიღწევა იქნება.

„მოლაპარაკებები გრძელდებოდა, ახლაც გრძელდება, დღეს ან ხვალ მოლაპარაკებები განახლდება სტამბოლში, ვიდეკონფერენციების სერიის შემდეგ უკვე პირისპირ რეჟიმში. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ეს მოლაპარაკებები დაგვირგვინდეს შედეგით, რომლითაც მიღწეული იქნება ჩვენი ფუნდამენტური მიზნები. მე მაინც ვხედავ, რომ არსებობს შეთანხმების შანსები, რადგან ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა დაიწყეს ყველაზე უხეში გრძელვადიანი შეცდომების გაცნობიერება, თუმცა გასაგები მიზეზების გამო, ისინი ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამას ხმამაღლა იტყვიან.

ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინამ შეწყვიტოს დასავლეთთან, ასევე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოება რუსეთის ფედერაციისთვის სამხედრო საფრთხის შექმნის სახით, ფიზიკური სამხედრო მუქარის სახით, რათა უკრაინა აღარ იყოს ქვეყანა, რომელიც მუდმივად მილიტარიზებულია და იქ თავდასხმითი იარაღის განთავსებას ცდილობს. უკრაინის დემილიტარიზაციაც და დენაციფიკაციაც შეუცვლელი კომპონენტია იმ შეთანხმებებისა, რომელსაც ჩვენ ვეძებთ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი