რუსმა ოკუპანტებმა სუმის რაიონში ფეხით მოსიარულეებს გადაურეს, მამა გარდაიცვალა, დედა და 15 წლის ვაჟი დაშავდნენ. ინფორმაციას უკრაინული მედია გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"სუმის რაიონის სოფელ ჩუმაკოვოს მიმდებარედ გზაზე რუსული სამხედრო ტექნიკის კოლონა მოძრაობდა. საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით, რუსმა სამხედრო მოსამსახურემ განზრახ გადაუარა იმავე მიმართულებით მოსიარულე ქვეითებს.
შედეგად დაშავდა 15 წლის მოზარდი და დედა, 33 წლის მამაკაცი მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა"- აცხადებენ უკრაინის პროკურატურაში.
მომხდართან დაკავშირებით საქმე „კანონების დარღვევის და ომის დანაშაულების“ მუხლით არის აღძრული.