უკრაინაში ომმა ქვეყნის ინფრასტრუქტურას 63 მილიარდ დოლარზე მეტი ზიანი მიაყენა - ინფორმაციას უცხოური მედია კიევის ეკონომიკის სკოლაზე დაყრდნობით წერს.
მათივე მონაცემებით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში მინიმუმ 4 431 საცხოვრებელი კორპუსი, 92 ქარხანა და საწყობი, 378 სკოლა განადგურდა ან დაზიანდა.
რუსული აგრესიის შედეგად ასევე განადგურდა ან დაზიანდა 12 აეროპორტი, შვიდი თბოელექტროსადგური და ჰიდროელექტროსადგური.