როგორია რუსული არმიის დანაკარგი ბოლო 24 საათში - უკრაინის გენშტაბის მონაცემები

26 მარტი 2022, 15:41 1422 ნახვა

უკრაინელმა სამხედროებმა მხოლოდ გუშინ 170 ოკუპანტის ლიკვიდირება განახორციელეს, - ამის შესახებ ინფორამციას  უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 8 ტანკი, 17 ჯავშანმანქანა და 11 ერთეული საავტომობილო ტექნიკა გაანადგურეს. ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ქვედანაყოფებმა 3 თვითმფრინავი და 3 უპილოტო საფრენი აპარატი, ერთი ვერტმფრენი და 5 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ ავიაგამანადგურებლების მეშვეობით მიიტანა სარაკეტო იერიში ოკუპანტების სამხედრო აღჭურვილობის კოლონებსა და ჯარების კონცენტრირების ადგილებზე - წერია ინფორმაციაში.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი