კიევში კომენდანტის საათი ისევ გამოცხადდა

26 მარტი 2022, 15:38 846 ნახვა

კიევის ოლქში კვლავ ორდღიანი „კომენდანტის საათი" ცხადდება. ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ „ტელეგრამის“ გვერდზე განაცხადა.

დედაქალაქის მერის განცხადებით, „კომენდანტის საათი“ დღეს საღამოს 20:00 საათზე ამოქმედდება და 27 მარტის დილის 07:00 საათამდე გაგრძელდება. დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით კი  დღეს  10 ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაა დაგეგმილი.

ცოტა ხნის წინ აქცია იყო ქალაქ სლავუტიჩში, როგორც უკრაინული მედიები წერენ ქალაქში ოკუპანტების გადააგილება შენიშნეს. ამის პარალელურად კი მოსახლეობამ აქცია გამართა. 

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში