ომის 30-ე დღე უკრაინაში

25 მარტი 2022, 19:48 929 ნახვა

უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო მეორედ აქვეყნებს ინფორმაციას საკუთარი მსხვერპლის შესახებ: დაიღუპა - 1 351 სამხედრო, დაიჭრა - 3 825.ეს რიცხვი გაცილებით ნაკლებია უკრაინული მხარისა და სხვა, დამოუკიდებელი წყაროების მიერ დასახელებულთან შედარებით. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო 19 მარტის მონაცემებით აცხადებდა, რომ ომის დაწყებიდან, უკრაინაში რუსეთის დაახლოებით 14 400 სამხედრო პერსონალი დაიღუპა. ომის დაწყებიდან 30-ე დღეს უკრაინა პოზიციებს ინარჩუნებს — რუსეთი კვლავ ვერ ახერხებს წინსვლას. კიევთან ახლოს უკრაინული ძალების წარმატებული კონტრშეტევების შედეგად, სულ უფრო უმცირდება შესაძლებლობა რუსეთმა დედაქალაქის მიმართულებით ხელახალი შეტევა განახორციელოს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი