ქობულეთში სოფელ ჯიხანჯურში ხანძარია

24 მარტი 2022, 20:40 2576 ნახვა

ქობულეთში, სოფელ ჯიხანჯურში, ყოფილი მეურნეობის ბინებში ხანძარია. ცეცხლმა ჯაყელიძეების 6 წევრიანი ოჯახის საცხოვრებელი გაანადგურა. 

ოჯახის ერთ-ერთი წევრი, არასრულწლოვანი იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროსთვის სტაბილურია.

შემთხვევის ადგილას მობილიზებულია 5 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი, მათ დროულად შეძლეს ცეცხლის ლოკალიზება.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც. ტერიტორიაა ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.  

 

ოჯახი დროებით საცხოვრებლად ახლობლებთან გადავიდა. მერიაში ამბობენ, რომ დაზარალებული ოჯახის საკითხს კომისია შეისწავლის, მანამდე კი მათ ქირით გაიყვანენ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი