რუსეთის მიერ ოკუპირებულ ბერდიანსკის პორტში დიდი ზომის რუსული გემი ააფეთქეს

24 მარტი 2022, 18:00 1008 ნახვა

ერთთვიან მძიმე ომს ებრძვის უკრაინელი ხალხი. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ბერდიანსკის პორტში დიდი ზომის რუსული გემი ააფეთქეს, CNN-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის საზღვაო ძალები იუწყება.  

ბერდიანსკი აზოვის ზღვის პირას, მარიუპოლიდან 70 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მძიმე მდგომარეობაა ქალაქ ჩერნიგოვში, ქალაქი დგას ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე, მოქალაქეებს არ მიეწოდებათ სასმელი წყალი და ელექტრო ენერგია.  

რუსეთის მთავარი იერიშები სწორედ იქ ხორციელდება.  ჩერნიგოვი ფაქტობრივად ამ დრომდე ინტენსიურად იბომბებოდა. 

ოკუპანტებმა წერტილოვანი დარტყმები განახორციელეს ქალაქ ახტირკაზეც, დაიბომბა საცხოვრებელი კორპუსი.

მელიტოპოლში კი ოკუპანტებმა სკოლის მასწავლებლებს სასწავლო პროცესის რუსულ ენაზე გაგრძელება მოთხოვეს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი