აქცია გოგოლის ქუჩაზე

24 მარტი 2022, 10:55 625 ნახვა

ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ აშენებულ კორპუსებთან ხმაური და დაპირისპირება იყო გუშინ გვიან ღამით. აქციის მონაწილეები უკანონოდ აშენებულ კორპუსებში შესახლებას და ბინების დაკანონებას ითხოვდნენ. 

ამბობენ, რომ ისინი სოციალურად დაუცველები არიან და წასასვლელი არსად აქვთ. მათივე თქმით, აქ შეკრებილების დიდი ნაწილი ბარაკებში, ან ნაქირავებ ბინებში ცხოვრობს. შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. პოლიციამ ტერიტორიიდან 2 პირი გაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ გოგოლის ქუჩაზე თერთმეტსართულიანი შენობა გასულ წელს აშენდა. ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ კომპანია 5 ათასი ლარით 53-ჯერ დააჯარიმა. დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება კომპანიამ სასამართლოში გაასაჩივრა.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი