უკრაინის ქალაქ ბერდიანსკში რუსული სადესანტო ხომალდი გაანადგურეს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალები ავრცელებს.
„რუსეთის მიერ მიტაცებულ ბერდიანსკის პორტში შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო ხომალდი „ორსკი“ გავანადგურეთ“, – ნათქვამია უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, რომ ერთი გემი ჩაიძირა, ორს ცეცხლი გაუჩნდა და მათთან ერთად განადგურდა საბრძოლო მასალის საცავი და საწვავის ავზები.