საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს 800 მილიონი დოლარის აქტივები დაუყადაღა

23 მარტი 2022, 20:18 757 ნახვა

უკრაინაში შეჭრის გამო, საფრანგეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქებს 800 მილიონი დოლარის აქტივები გაუყინა -, ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერი ავრცელებს.

"ეს სანქციები რუსეთში იგრძნეს, სადაც ეკონომიკა მერყეობს. რუბლი კოლაფსს განიცდის, ბირჟები დიდწილად დახურულია და ცენტრალური ბანკი ძლიერად დაზარალდა“, - განაცხადა გაბრიელ ატალმა.

ევროკავშირის მიერ მარტის დასაწყისში დაწესებული სანქციები 160 რუს ოლიგარქსა და პოლიტიკოსზე ვრცელდება.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი