არესტოვიჩი შოიგუს გაუჩინარებაზე

23 მარტი 2022, 18:24 1001 ნახვა

საჯარო სივრციდან რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენლების უმრავლესობა გაქრა, კონკრეტულად კი  თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ.ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი ტელეგრამ არხზე წერს.  მისი თქმით, უკვე ორი კვირაა ფედერალურ ეთერებსა და საჯარო ღონისძიებებზე რუსეთის ძალოვანი ბლოკის ორი მნიშვნელოვანი ფიგურა არ ჩანს-მინისტრი შოიგუ და  გენშტაბის უფროსი  გერასიმოვი  გაუჩინარდნენ. არ არის ასევე სისტემური და მნიშვნელოვანი პროტოკოლური განცხადებები სხვა მძიმეწონიანების მხრიდან,  სპეცსამსახურების უფროსის პატრუშევის, ბორტნიკოვის და ნარიშკინის ჩათვლით. დუმან ეკონომისტები- პრემიერი მიშუსტინი, ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ნაბიულინა, მინისტრი რეშეტნიკოვი-აღნიშნავს ზელენსკის მრჩეველი.  პოდოლიაკის თქმით, დარჩა მხოლოდ ლავროვი, რომელიც საგარეო ბაზრებზე ცდილობს დაამტკიცოს, რომ თუ რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებს არ დახოცავს, ევროპამ შესაძლოა ცუდი რამ ჩაიფიქროს.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი