Nestle რუსეთში პროდუქციის ნაწილს არ შეიტანს. მათ შორის KitKat-სა და Nesquik-ის მიწოდებას წყვეტს. შვეიცარიული კომპანიამ ოფიციალური განცხადება დღეს გამოაქვეყნა.
გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ გააგრძელებენ ბავშვთა კვებისა და სამედიცინო საკვები დანამატების რუსეთისთის მიწოდებას.
Nestle აცხადებს, რომ ისინი უკრაინას მხარს უჭერენ და უკრაინელ ხალხსა და ლტოლვილებს დახმარება უკვე გაუგზავნეს.
''რუსეთში შევაჩერეთ რეკლამა და შევაჩერეთ ყველა კაპიტალური ინვესტიცია ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად ვიცავთ რუსეთის მიმართ დაწესებულ ყველა საერთაშორისო სანქციას. რუსეთში ჩვენ არ ველით მოგებას. ნებისმიერი მოგება გადაეცემა ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციებს'' - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდეს კომპანია Nestle რუსეთში მუშაობის არშეწყვეტის გამო გააკრიტიკა.