ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ სტრატეგიული აეროპორტიდან რუსეთმა ავიაცია გაიყვანა - უცხოური მედია

23 მარტი 2022, 10:35 829 ნახვა

ვრცელდება სატელიტური ფოტოები, სადაც ჩანს, რომ რუსეთს სტრატეგიული აეროპორტიდან სამხედრო ავიაცია გაჰყავს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მათივე განმარტებით, ეს შეიძლება იყოს რუსული სამხედრო წარუმატებლობის  ნიშანი სამხრეთ უკრაინაში.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ჩორნობაივკას აეროპორტი, რომელზეც ოკუპანტების ტექნიკა უკრაინის საჰაერო ძალებმა 8-ჯერ დაბომბა, უკვე ცარიელია. 

ჩორნობაივკა ქვეყნის სამხრეთით, ხერსონის ოლქში მდებარეობს.  აეროპორტს, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ რუსეთის სახმელეთო ჯარები აკონტროლებენ. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში