აქტიური საომარი მოქმედებები არაუგვიანეს 2-3 კვირაში შეწყდება - ასეთ პროგნოზს აკეთებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ოლექსეი არესტოვიჩი. უკრაინული მედიის ცნობით, არესტოვიჩმა უკრაინაში რუსეთის არმიის აგრესია "ზომბების შეჭრას“ შეადარა და აღნიშნა, რომ ისინი მალე თავის თავს ამოწურავენ.