გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მოწოდებით გამოდის შეწყდეს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით გამოწვეული "აბსურდული ომი", რომელიც "ადამიანთა თავზარდამცემ ტანჯვას" იწვევს, "მძაფრდება" და "ყოველ საათში უფრო არაპროგნოზირებადი ხდება". ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ ბრიფინგზე, გუტერეშმა სერიოზული მოლაპარაკებების დაწყების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.