ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსული გემებისათვის პორტების დაკეტვას გეგმავენ

22 მარტი 2022, 17:34 587 ნახვა

ლატვია და ბალტიისპირეთის დანარჩენი ორი სახელმწიფო რუსული გემების საკუთარ პორტებში შესვლის აკრძალავს გეგმავენ.  

შესაბამის გადაწყვეტილებას ლატვიის მთავრობა ამზადებს. ამის შესახებ ლატვიის ტრანსპორტის მინისტრმა ტალის ლინკაიტსმა TV3-ის ეთერში განაცხადა.

მინისტრის თქმით, პორტების ადმინისტრაცია მთავრობის ამ მოთხოვნას ჯერჯერობით არ ითვალისწინებს. 

„რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები დღემდე შემოდიან ლატვიის პორტებში. არ ვფიქრობ, რომ ეს მისაღებია, ამიტომ ჩვენ რელევანტური გადაწყვეტილების მიღებას ვგეგმავთ“,- განუცხადა ლატვიის ტრანსპორტის მინისტრმა ტალის ლინკაიტსმა. 

მინისტრის ინფორმაციით, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემებისთვის ლატვიის პორტების დაკეტვა, ვენტსპილსის პორტში ტვირთბრუნვას 2/3-ით, რიგაში 45%-ით, ხოლო ლიეპაეში 20-30%-ით შეამცირებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში