უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით, 15 300 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის საოკუპაციო ძალების დანაკარგები ასეთია:
ტანკი — 509 ერთეული;
ჯავშანტექნიკა — 1 556 ერთეული;
საარტილერიო სისტემა — 252 ერთეული;
თვითმფრინავი — 99 ერთეული;
ვერტმფრენი — 123 ერთეული;
საავტომობილო ტექნიკა — 1 000 ერთეული;
გემები/ნავები — 3 ერთეული;
უპილოტო საფრენი აპარატები — 35 ერთეული.
საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით კი, ომის დაწყებიდან, უკრაინაში 3 780-მდე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, სრულად განადგურდა 651 შენობა.
მათივე ცნობით, აღნიშნული სტატისტიკა ასახავს მხოლოდ იმ მონაცემებს, რომელ ტერიტორიაზეც მაშველებმა შესვლა და შეფასება შეძლეს.