ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქში ცეცხლი გაუხსნეს საევაკუაციო ავტობუსებს - არიან დაშავებულები

21 მარტი 2022, 23:01 1013 ნახვა

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქში ოცამდე ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, მაშინ, როდესაც საევაკუაციო ავტობუსებს, ბავშვები ჰუმანიტარული დერეფნებით გადაჰყავდათ, არიან დაშავებულები,- ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ სტარუხზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილებს შორის არიან ბავშვები.

"ვიმედოვნებთ,შევძლებთ ადამიანების გაყვანას და ცხოვრების ნორმალურ პირობებში დაბრუნებას. დღეს მძიმე დღეა, რადგან ისევ ბავშვები იტანჯებიან. ოთხი ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი. სამი ბავშვი მოჰყვა სროლებში გულიაიპოლსკის რაიონში. ოჯახები მარიუპოლიდან მიემგზავრებოდნენ. ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.

ასევე, კიდევ ერთი ოჯახი მოჰყვა სროლებში. ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. ეს მხეცები ბავშვებთან ომს განაგრძობენ, მაგრამ ყველაფრისთვის მოუწევთ პასუხისგება, თითოეული ბავშვისთვის, თითოეული სიცოცხლისთვის“, - განაცხადა სტარუხმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში