ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას უფროსი მრჩევლის, ფრანაკ ვიაჩორკას განცხადებით, ბელარუსში მოქალაქეები უკრაინისკენ მიმავალ რუსულ მატარებლებს აჩერებენ და საბრძოლო ტექნიკას აზიანებენ.
"ბელარუსი პარტიზანების მიწაა. ჩვენი გმირები აჩერებენ რუსულ მატარებლებს, აზიანებენ აღჭურვილობას და ბელარუს ჯარისკაცებს უკრაინაში ომის შესახებ ბროშურებს ურიგებენ, რათა ისინი უკრაინაში საბრძოლველად არ წავიდნენ. უკრაინა გაიმარჯვებს, გათავისუფლდება ბელარუსიც “, – წერს ვიაჩორკა Twitter-ზე.
ბელარუსს რუსეთის დახმარებისა და მხარდაჭერის გამო არაერთმა ქვეყანამ სანქციები დაუწესა.