უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, ოფიციალურ დელეგაციებს შორის საათნახევარი გაგრძელდა. ინფორმაციას უკრაინული მედია დელეგაციის ერთ-ერთ წევრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე განცხადებით, შემდეგ სამუშაო ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში იმუშავებენ.
აღსანიშნავია, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ექსპერტთა ჯგუფების დონეზე ყოველდღიურად იმართება.
პუტინის პრესმდივანის განცხადებით, დელეგაციებს შორის მოლაპარაკებებში არ ფიქსირდება რაიმე მნიშვნელოვანი წინსვლა, ამიტომ პრეზიდენტების შეხვედრაზე საუბარი ნაადრევია.
„ჯერ რაიმე სახის არსებითი წინსვლა უზრუნველყოფილი არ არის. შესაბამისად ჯერ საუბარი პრეზიდენტების შეხვედრაზე ადრეა, მათ უბრალოდ არაფერი ექნებათ დასაფიქსირებელი“,- განაცხადა პესკოვმა.