საქართველოში კორონავირუსის 368 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

21 მარტი 2022, 10:50 1207 ნახვა

21 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 368 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 8 პაციენტი. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 225 პირი.

ჩატარდა 5 885 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 783 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 102 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.25%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.23% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.42%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 368 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 193 შემთხვევა, აჭარა - 16, იმერეთი - 48, ქვემო ქართლი - 12, შიდა ქართლი - 4, გურია - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 14, კახეთი - 41, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 034 საიდანაც, 813 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 416, აჭარაში - 61, იმერეთში - 182. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 220 პირი, მათ შორის, თბილისში - 125, აჭარაში - 30, იმერეთში - 34. 25 221 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი