უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.
შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართება.
"სამუშაო ქვეჯგუფებში უაღრესად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა“, – თქვა პოდოლიაკმა.
მანამდე უკრაინის დელეგაციის წევრმა და ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა, რომ საექსპერტო ჯგუფების დონეზე მოლაპარაკებები ყოველდღე გრძელდება