მოლაპარაკებების წარუმატებლობა მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანს - ზელენსკი

20 მარტი 2022, 20:22 1005 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. ვლადიმერ ზელენსკი თავის მოქალაქეებს იმედს აძლევს, რომ აშენდება ახალი ქალაქები, გაჩნდება ახალი ოცნებები და ვინც ომმა შეიწირა, მათ სამუდამოდ დაიმახსოვრებენ.

დღეს დილის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტს ტრადიციული მიმართვა არ გამოუქვეყნებია, თუმცა მან ინტერვიუ მისცა CNN-ს, სადაც თქვა რომ პუტინთან მოლაპარაკებისთვის მზად არის და კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ნატო. 

ზელენსკი აცხადებს, რომ მზად არის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ წარუმატებლობის შემთხვევაში, ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ორ ქვეყანას შორის ბრძოლამ მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანოს. 

მისივე თქმით, მოლაპარაკებების გარეშე ომის დასრულება შეუძლებელია და თუ არსებობს 1% შანსი, რომ ომი შეაჩერონ, ის აუცილებლად უნდა გამოიყენონ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი