ოკუპანტებმა იერიში კიევის ცენტრში ერთ-ერთ ხალხმრავალ ადგილზე მიიტანეს - ტერიტორია კვამლშია გახვეული

20 მარტი 2022, 18:10 978 ნახვა

მიუხედავად იმისა, რომ დღეს მთელი დღის მანძილზე კიევზე იერიში არ განხორციელებულა, რამდენიმე წუთის წინ ოკუპანტებმა მოჩვენებითი სიმშვიდე დაარღვიეს და  იერიში დედაქალაქის ცენტრში ერთ-ერთ ხალხმრავალ ადგილზე მიიტანეს. გაისმა ორი აფეთქების ხმა, რის შემდეგაც ტერიტორია კვამლშია გახვეული.

ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.

ისევ სროლის ხმა ისმის დონეცკის ოლქში. ავდეევკაში რუსმა ოკუპანტებმა იერიში კვლავ საცხოვრებელ კორპუსზე მიიტანეს. ჭურვის დაცემის შედეგად, მრავალსართულიან კორპუსში ხანძარია. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.

შეტევა გრძელდება ხარკოვზეც. რუსები ქალაქის ყველაზე მსხვილ მიკრორაიონს ბომბავენ. ამ დრომდე უცნობია ინფორმაცია დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ.

ხარკოვი უკვე 25 დღეა ოკუპანტების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. ქალაქში განადგურებულია ინფრასტრუქტურა, დანგრეულია ასობით საცხოვრებელი სახლი და არასამხედრო დანიშნულების სხვა შენობები.

ოკუპანტების სამიზნე ამჯერად სუმის რაიონის ქალაქი ტროსტიანეციც აღმონდა. აგრესორმა ჭურვი მშვიდობიან მოქალაქეებს ესროლა. დაღუპულია ორი ადამიანი.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში ამბობენ, რომ ამ მომენტისთვის, ფრონტის ხაზი ფაქტობრივად ჩაკეტილია და მხარეები ტექნიკურ შევსებებზე მუშაობენ. არისტოვიჩის თქმით, რუსული არმია სრულიად დემორალიზებულია.  

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი