ბოლო 24 საათში უკრაინიდან სამშობლოში საქართველოს 80 მოქალაქე დაბრუნდა

20 მარტი 2022, 15:09 747 ნახვა

ბოლო 24 საათში  პოლონეთში საქართველოს საელჩოს დახმარებით სამშობლოში დაბრუნდა 80-მდე საქართველოს მოქალაქე, მიმდინარე კვირას კი საერთო ჯამში 242 მოქალაქე. ხოლო რუმინეთიდან მიმდინარე კვირას საქართველოს საელჩოს დახმარებით დაბრუნდა საქართველოს 75 მოქალაქე, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამნისტრო ავრცელებს.

ასევე გრძელდება უკრაინის ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებული გაყვანა მოსაზღვრე სახელმწიფოებში. კერძოდ, ლვოვში საქართველოს საპატიო საკონსულო განაგრძობს ვარშავის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გამგზავრებას სპეციალური ავტობუსების მეშვეობით.

 მორიგი რეისი დღეს არის დაგეგმილი.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი