რომის პაპმა ფრანცისკემ საავადმყოფოში უკრაინიდან ლტოლვილი 19 ბავშვი მოინახულა, რომლებიც იტალიაში ონკოლოგიურ და ნევროლოგიურ დაავადებებზე, ასევე აფეთქებების შედეგად მიღებულ მძიმე დაზიანებებზე მკურნალობენ.
ვატიკანის ცნობით, ომის დაწყების შემდეგ 50 უკრაინელ ლტოლვილ ბავშვს აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება.
„ბავშვების სისხლი და ცრემლები, ქალებისა და კაცების ტანჯვა, რომლებიც იცავენ თავიანთ მიწას და გაურბიან დაბომბვებს, შემაძრწუნებელია ჩვენი სინდისისთვის“, – განაცხადა სლოვაკეთში საეკლესიო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას რომის პაპმა.