პუტინის არმია კიევზე თავდასხმისთვის ემზადება - ომის 25-ე დღე

20 მარტი 2022, 12:06 7168 ნახვა

რუსეთის აგრესიის 25-ე დღე - გაეროს ინფორმაციით, დაშავდა 1 399 ადამიანი, რომელთაგანაც 78 ბავშვია.  უკრაინის ოფიციალური პირების ინფორმაციით, რუსეთი თავს დაესხა სკოლას, რომლის თავშესაფარშიც 400-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული კიევში. მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებდნენ.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსმა ოკუპანტებმა მხოლოდ ხარკოვის რეგიონში 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, მათ შორის 14 ბავშვი.

ცნობილია, რომ  შეერთებული შტატების საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინაში უახლოეს დღეებში იქნება. ომის 24-ე მძიმე დღე შეაჯამა უკრაინის პრეზიდენტმა მორიგი ვიდეო მიმართვით. 

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი