სოლიდარობა კოსმოსში - რუსი კოსმონავტები უკრაინის დროშის ფერებში გამოეწყვნენ

19 მარტი 2022, 20:45 2010 ნახვა

რუსი კოსმონავტების ჟესტი უკრაინის მხარდასაჭერად - საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სამი რუსი კოსმონავტი ლურჯი აქცენტებით გაფორმებული ყვითელი სკაფანდრებით შევიდნენ. ომის დაწყებიდან დღემდე ეს კოსმონავტები პირველები არიან რუსეთიდან, რომლებიც საერთაშორისო სადგურზე გამოჩნდნენ.

დენის მატვეევი, ოლეგ არტიომოვი და სერგეი კორსაკოვიროსკოსმოსმა“ „სოიუზ 21“-ის ხომალდით პარასკევს გაუშვა კოსმოსში, სადაც ისინი ამერიკელი და გერმანელი ასტრონავტების საერთაშორისო ჯგუფს შეუერთდნენ.

გაფრენისას მათ ლურჯი, თეთრი და წითელი ფერის სკაფანდრები ეცვათ - რუსეთის დროშის ფერებში - კოსმოსში კი უკრაინის დროშის ფერებში გამოეწყვნენ.  

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში