უკანასკნელი ცნობები ცხელი წერტილიდან - რა ვითარებაა უკრაინაში

19 მარტი 2022, 16:23 1320 ნახვა

რუსი ოკუპანტები განაგრძობენ ლუგანსკის, დონეცკის, მიკოლაივისა და სუმის ოლქების დაბომბვას. ინტენსიური იერიშები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში.

დღეს 10 ჰუმანიტარული დერეფანი იმუშავებს. გახანგრძლივებული კომენდანტის საათი გამოცხადდა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში, სადაც 2 რაკეტის გასროლის შედეგად, 9 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა, ძლიერი დარტყმა მიაყენეს მტერს

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში